search
GeoKravec
ტიპი:
გასუფთავება
x
რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
მდგომარეობა:
გასუფთავება
x
-

ახალი აპარტ-ოტელი "New Time Goderdzi в Батуми" სათხილამურო კურორტ გოდერძიზე. აპარტამენტები რემონტითა და მთების ხედით სამშენებლო კომპანიისაგან. აჭარა.

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ
აპარტოტელი ნიუ თაიმ გოდერძიზე - უძრავი ქონებაა ახალი სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე, რომელიც მომავალში არანაკლებ პოპულარული იქნება და ბაკურიანსა და გუდაურზე ცნობადიც გახდება. კურირტი გოდერძი მდებარეობს ბათუმიდან 10 კმ-ის დაშორებით, რომელსაც ხშირად ადარებენ ქართულ ალპებს თავისი უნიკალური ადგილმდებარეობისა და კომფორტული კლიმატის გამო. ზღვის დონიდან 2.2 კილომეტრის სიმაღლეზე ადგილმდებარეობა გვიდასტურებს იმას, რომ იგი აჭარაში ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. ზამთარი აქ იწყება დეკემბრის შუა რიცხვებში და მთავრდება აპრილის შუა რიცხვებში, რაც საშუალებას იძლევა კურორტის სათხილამურო ტრასებზე ყველაზე დიდი და კომფორტული სათხილამურო სეზონი იყოს. კურირტ გოდერძიზე საზაფხულო არდადეგები ზღაპრული იქნება ფიჭვოვანი ტყისა და სხვა მთის მცენარეებით დაფარული ხეობებითა და მინდვრებით, უნიკალური გამჭვირვალე ტბის მახლობლად, სუფთა ჰაერისა და განსაცვიფრებელი ლანდშაფტების გარემოცვაში. კურორტ გოდერძის განვითარება ამჟამად აქტიურ ეტაპზე იმყოფება და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. აქ უკვე ფუნქციონირებს: ორი ახალი საბაგირო გზა, თითოეულის სიგრძე 1 კმ-ს აღწევს; სხვადასხვა კატეგორიისა და სირთულის დასაშვები სათხილამურო ტრასები, მათ შორის, დამწყებთათვის და ბავშვთა ჯგუფებისთვისაც; ველოსიპედით სასეირნო ბილიკები (მოქმედებს თბილ სეზონში); სავაჭრო და გასართობი ცენტრი; რესტორნები და ბარები. პროექტის თავისებურება აპარტოტელი ნიუ თაიმ გოდერძი, რომელიც მხოლოდ ხუთი სართულისაგან შედგება, სრულყოფილად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტს. შენობა მდებარეობს საბაგიროს უშუალო სიახლოვეს, რაც უზრუნველყოფს სასურველ მარშრუტზე სწრაფად მიღწევის შესაძლებლობას. ფიტნეს ცენტრი, სპა და საცურაო აუზი, კაფე-ბარი, რესტორანი და მწვადი-ბარბეკიუს ზონა უშუალოდ აპარტ-სასტუმროს ტერიტორიაზე იფუნქციონირებს. გასაყიდად შემოთავაზებული ბინების შეძენა, როგორც უშუალოდ საცხოვრებლად, ასევე პირადი დასვენებისა თუ ინვესტირების მიზნით, დამატებითი შემოსავლის მისაღებად, გასაქირავებლადაც არის შესაფერისი. ბინების გეგმარება გონივრულადაა გათვლილი, ხოლო დიდი პანორამული ფანჯრები და ფართო ღია აივნები საშუალებას მოგცემთ აღფრთოვანდეთ და დატკბეთ ბუნების სილამაზით, წელიწადის ნებისმიერ დროს.
№: 10871
ფასი
1 - 5 სართული: 2 926 lari-დან/მ2 4 389 lari-მდე/მ2.
ტიპი: ახალმშენებარე სახლები მშენებლების ფასებით
სასტუმრო-ბიზნეს ელიტ კლასის ტიპის ს/კ
საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება მმართველი კომპანია
აპარტამენტების მესაკუთრეებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულება მომსახურებასა და გაქირავებაზე მმართველ კომპანიასთან
რეგიონი: სქართველო - ბათუმი-შემოგარენი
მდებარეობა: სათხილამურო კურორტი, კურორტული რაიონი, წყნარი რაიონი
სართულიანობა: 5
მდგომარეობა: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, პანორამოლი ფანჯრები, გაზიფიცირებულია
განვადება 3 კვარტალი 2022 წლის.
პირველადი შენატანი 30%.
მშენებლობის დასასრული - 3 კვარტალი 2021 წელი.
უპროცენტო განვადება მშენებლებისგან.
1 - 5 სართული: საცხოვრებელი ფართი, 35მ2. - 53მ2. ჭერის სიმაღლე - 3მ.
ლიფტი, ავტოსადგომი ეზოში, კეთილმოწყობილი ეზო, დაცული ტერიტორია
მონოლითური სახლი, ელიტური აპარტამენტები, აპარტამენტები, დახურული აუზი, რესტორანი, კაფე

გეგმა:

უძრავი ქონება რუქაზე: