search
GeoKravec
ტიპი:
გასუფთავება
x
რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
მდგომარეობა:
გასუფთავება
x
-

ახალი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი სასტუმროს ტიპის "Sunway Suites" შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში. გარემონტებული ბინა მთისა და ზღვის ხედებით სამშენებლო კომპანიისგან. აჭარა.

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ
საცხოვრებელი კომპლექსი Sunway Suites წარმოადგენს თანამედროვე აპარტ-სასტუმროს ბათუმში, რომელიც შენდება 50 მეტრში სანაპიროდან. მშენებარე კომპლექსი გამოჩნდება ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩის - ახალი ბულვარის მიმდებარედ, რომელიც უკვე არის ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი. შენობა გვერდულად დგას ზღვის მიმართ, რაც გამაპირობებს იმას, რომ ყველა ბინიდან იშლება ზღაპრული ხედები ზღვის უკიდეგანო სივრცეზე, მთებზე და ქალაქის ღირშესანიშნაობებზე. ბათუმის ამ ნაწილში აქტიურად შენდება ახალი აპარტ-სასტუმროები და მათი მაცხოვრებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, კეთილმოწყობილ საპარკო ტერიტორიაზე, განთავსებულია დიდი რაოდენობით კაფე და რესტორანი. უმეტეს სასტუმროს ტერიტორიაზე გააჩნია შიდა ინფრასტრუქტურა - ფიტნეს-ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები, სპა-სალონები, რომელიც ხელმისაწვდომია არამარტო სასტუმროს კლიენტებისთვის. მშენებარე კორპუსთან ახლოს განლაგებულია კაზინო Eclipse, სავაჭრო-გასართობი ცენტრი Metrocity Mall, აქვეა რამდენიმე ბანკის ფილიალი. ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზე აქტიურად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წარმოდგენილია ავტობუსის მარშრუტები №2ა, 10, 10ა. მათი მეშვეობით, შეგიძლიათ ადვილად მიხვიდეთ აეროპორტში, რკინიგზის მატარებლის სადგურზე, მარტივად მოხვდეთ ბათუმის ცენტრში, ასევე, ბოტანიკურ ბაღში და სხვა ღირშესანიშნავ ობიექტებზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც 2 კმ-ის დაშორებით. რკინიგზის სადგურამდე მანძილი კი დაახლოებით 8 კმ-ია. საცხოვრებელი კომპლექსი Sunway Suites ბათუმში-15 სართულიანი შენობაა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 90 სხვადასხვა ფართის და მახასიათებლის აპარტამენტი. ახალი შენობის არქიტექტურა თანამედროვეა, სრულად შეესაბამება მიმდებარე შენობების სტილს. შენობების სახურავებიც ექსპლუატირებაშია, ლანშაფტური გამწვანების ელემენტებითა და კეთილმოწყობილი დასვენების ზონებით საუცხოო ადგილი იქნება ამ სახლში მცხოვრებთათვის. აპარტამენტის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის შესაბამისი მომსახურების დონე. შენობაში დაგეგმილია დაახლოებით 500 კვ. მ. საჯარო სივრცე. უშუალოდ რა იქნება განთავსებული მათზე ნათელი გახდება სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ. მყიდველებისთვის შეთავაზებულია კომფორტული საცხოვრებელი, დაგეგმილი სტუდიოს ფორმატში და ბინებით ერთი საძინებელითა და ფუნქციონალური მისაღები-სამზარეულოთი. საცხოვრებელი ფართები მერყეობს 27-დან 55 კვ.მ. -მდე. ბინები შეგიძლიათ შეიძინოთ თეთრი კარკასის მდგომარეობით, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაასრულოთ იგი თქვენი გემოვნებით, ან ჩაიბაროთ დასრულებული ვერსია სრული რემონტით. მყიდველებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ კვადრატული მეტრები, როგორც პირადი სარგებლობისათვის, ასევე საინვესტიციო მიზნებისათვის. მეორე შემთხვევაში, უფლება მართოს უძრავი ქონება გადაეცემა სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც იქნება ჩართული მისი იჯარით ჩაბარებაში და ბინის მფლობელისთვის სტაბილური შემოსავლის მიღების უზრუნველყოფაში.
№: 10872
ფასი
1 - 0 სართული: 0 lari-დან/მ2.
2 - 15 სართული: 2 785 lari-დან/მ2 5 223 lari-მდე/მ2.
ტიპი: ახალმშენებარე სახლები მშენებლების ფასებით
სასტუმრო-ბიზნეს ელიტ კლასის ტიპის ს/კ
საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება მმართველი კომპანია
აპარტამენტების მესაკუთრეებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულება მომსახურებასა და გაქირავებაზე მმართველ კომპანიასთან
რეგიონი: სქართველო - ბათუმი
მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკების ქ.
მდებარეობა: ზღვასთან, ცენტრში, "ახალი ბულვარი", ზღვის ხედით, კურორტული რაიონი, მოძრავი ადგილი, შესასვლელი ეზოს მხრიდან
სართულიანობა: 15
მდგომარეობა: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, პანორამოლი ფანჯრები, გაზიფიცირებულია
განვადება 3 კვარტალი 2022 წლის.
პირველადი შენატანი 30%.
მშენებლობის დასასრული - 3 კვარტალი 2022 წელი.
უპროცენტო განვადება მშენებლებისგან.
1 - 0 სართული: კომერციული ფართი. ჭერის სიმაღლე - 6მ.
2 - 15 სართული: საცხოვრებელი ფართი, 27მ2. - 57მ2. ჭერის სიმაღლე - 3მ.
ლიფტი, ავტოსადგომი ეზოში, კეთილმოწყობილი ეზო, დაცული ტერიტორია
მონოლითური სახლი, ელიტური აპარტამენტები, აპარტამენტები, რესტორანი, კაფე, ბარი, სასტუმრო

გეგმა:

უძრავი ქონება რუქაზე: