search
GeoKravec
რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
-
ნაკვეთის ფუნქცია:
გასუფთავება
x
-

საინვესტიციო მიწის ნაკვეთი ქუთაისის აეროპორტთან.

ყიდვა: 1 037 400 lari
2024-01-17
იყიდება, ქუთაისის აეროპორტის გვერდით, სტრატეგიულ ადგილზე 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პროექტით. ნაკვეთის ნაწილი ( 5000 კვ.მ) შემოღობილია ბეტონის კაპიტალური ღობით (2.5 მ სიმაღლე), ადგილზე მიყვანილია კომუნიკაციები და მოსწორებულია ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. (მერიიდან აღებულია ნებართვა მაგისტრალიდან ნაკვეთამდე მისასვლელი გზის სარგებლობაზე). ნაკვეთს მაგისტრალის მხრიდან მთელს პერიმეტრზე მიუყვება გამწვანებული ტყის მასივი ქარსაცავი ზოლის სახით. მიწის ნაკვეთზე ჩატარებულია გეოლოგიური კვლევა და სამუშაოები, მომზადებულია სრული არქიტექტურული პროექტი და მიღებულია სამშენებლო ნებართვა სამაცივრე-ლოჯისტიკური ცენტრისთვის, რასაც მოცემულ ტერიტორიაზე ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, მოცემული პროექტისათვის მომზადებულია დეტალური ბიზნეს გეგმა, საბაზრო კვლევა და Feasibility study. მიწის ნაკვეთი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამრეწველო ზონაში და გამოყენება შესაძლებელია სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულებისათვის. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია 5 000 კვ.მ ნაკვეთის მიმატება გვერდზე არსებული ნაკვეთის სახით, რომელიც ასევე ჩვენს საკუთრებაშია.
რეგიონი: სქართველო - ქუთაისი
ხალხმრავალ გზატკეცილთან, შესასვლელი ფასადიდან
მიწის ნაკვეთი: 13000m2
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი

უძრავი ქონება რუქაზე:


ფოტოსურათები

საინვესტიციო ობიექტები, გამოდგება კომერციული საქმიანობისათვის
კეთილმოწყობილი ტერიტორია
recommend to see!
გარემონტებული სტუდიოს ტიპის ბინა ზღვასთან ზღვის ხედით....
46500$
სამსართულიანი სახლი ჩაქვში წყნარ და მშვიდ ადგილას. ...
250000$
სამოთახიანი ბინა გონიოში....
145000$
სამოთახიანი ნათელი ბინა ულამაზესი ხედებით....
145000$
იყიდება ბინა ზღვასთან კობალაძის ქუჩაზე....
48500$
გასაყიდი უძრავი ქონება. ...
70000$