search
GeoKravec
ტიპი:
გასუფთავება
x


რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
?
?
?
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
-
-
ნაკვეთის ფუნქცია:
გასუფთავება
x
ნაკვეთის დახასიათება:
გასუფთავება
x
მდგომარეობა:
გასუფთავება
x
ავეჯი და ტექნიკა:
გასუფთავება
x
-

იყიდება კერძო სახლი თანამედროვე რემონტით წყნარ ადგილას გონიოში ზღვიდან 500 მეტრში ქალაქ ბათუმიდან 10 კმ-ში.

ყიდვა: 590 640 lari
2024-01-23
უძრავი ქონება მდებარეობს აჭარის რეგიონში, გონიოს დასახლებაში, რომელიც საქართველოში არის პრესტიჟული ზღვისპირა კურორტი. გონიოს დასახლება ქ. ბათუმიდან დაშორებული 12 კმ-ით, რაც ჰქმნის დასვენებისათვის მყუდრო გარემოს. ქ. ბათუმთან და სხვა ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით გონიოში არის სუფთა ზღვა, ჰაერი და სანაპირო, რომლის მთელ სიგრძეზე მოწყობილია ბულვარი, სრული ინფრასტრუქტურით. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 276 კვ.მ-ს, რომელზეც განთავსებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 227,20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ზღვიდან დაშორებულია 5 წუთის სავალზე (500 მ) და განთავსებულია მთის ძირას, რომელიც გამწვანებულია ტროპიკული ხე მცენარეებით, რაც ზაფხულის პერიოდში ქმნის გრილ და მყუდრო გარემოს (სხვა
ტერიტორიებთან შედარებით ნაკლებად ნესტიანია). სახლს გააჩნია საავტომობილო მოასფალტებული კავშირი ცენტრალურ გზასთან და მის მახლობლად არის ყველა საჭირო კომერციული ობიექტები (აფთიაქი, მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური და ა.შ.) სახლში განთავსებულია 6 საძინებელი (მინიმალური18 კვ.მ - მაქსიმალური 25 კვ.მ), 3 აბაზანა, მისაღები (27 კვ.მ) და სამზარეულო (17 კვმ). კერძოდ მეორე სართულზე მდებარეობს 4 საძინებელი, რომელთაც გააჩნიათ 2 აბაზანა (ორ ოთახს ერთი აბაზანა), აივანი და ვერანდა. პირველ სართულზე მდებარეობს 2 საძინებელი, მისაღები და სამზარეულო, რომელთაც გააჩნიათ დიდი ტერასა (18 კვმ), რომელიც გადის ეზოში. სახლი სრულყოფილად აღჭურვილია ტექნიკითაა ავეჯით, ხოლო ყველა ოთახში (გარდა პირველ სართულზე არსებული ორი საძინებლისა) მოწყობილია კონდიციონერები (გათბობისა და გაგრილებისთვის). ასევე მასში მოწყობილია ყველა კომუნიკაცია (გაზი, წყალი და დენი). სახლის წინა მხარეს მდებარეობს ავტომობილების გასაჩერებელი პარკინგები და შიდა ეზო, რომელიც სრულყოფილად კეთილმოწყობილია და გამწვანებულია მწვანე ნარგავებით (ხეებითა და ყვავილებით). მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია კაპიტალური ღობით და გააჩნია ლითონის ჭიშკარი.
რეგიონი: სქართველო - გონიო
ზღვასთან, კურორტული რაიონი, წყნარი რაიონი, შესასვლელი ფასადიდან
მდგომარეობა: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, გაზიფიცირებულია
სართულიანობა: 2
ფართობი: 227.2m2
ოთახების რაოდენობა: 7
მიწის ნაკვეთი: 276m2
ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი
ჭერის სიმაღლე: 3.00
საპირფარეშო: 3
აივანი: 1
ტერასა: 1
საძინებელი: 6
დარბაზი: 1
ჰოლი: 1
სამზარეულო-სასადილო: 1

უძრავი ქონება რუქაზე:

  1. ცხელი წყალი-გაზის ორმაგი წრიული საქვაბე
  2. ცხელი წყალი ელექტრობოილერი
  3. გათბობა-გაზის ორმაგი წრიული საქვაბე
  4. გათბობა კონდიციონერი
  5. გათბობა ბუხარი
  6. ბუხარი
  7. აბაზანა
  8. ორთქლის კაბინა
  9. ავეჯი
  10. ტექნიკა
  11. გაზის პლიტა
  12. ელექტროპლიტა
  13. მაცივარი
  14. სარეცხი მანქანა
  15. ტელევიზორი
პარკოვკა, ავტო-გაჩერება, კეთილმოწყობილი ეზო, კეთილმოწყობილი ტერიტორია
recommend to see!
სასტუმროს ტიპის აპარტამენტი ბაკურიანში....
39000$
ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ზღვასთან ახლოს გარემონტებული ბინა, ქალაქის ...
67500$
იყიდება ოროთახიანი ბინა ქალაქ ბათუმში....
57000$
გარემონტებული სტუდიოს ტიპის ბინა ზღვასთან. ...
60000$
სამოთახიანი ბინა ზღვის სანაპიროზე....
105000$
იყიდება გარემონტებული ბინა ზღვისა და მთის ხედით....
215000$