search
GeoKravec
ტიპი:
გასუფთავება
x
რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
მდგომარეობა:
გასუფთავება
x
-

ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეკვეთილში. VR Holding-ის ახალი პროექტი VR Shekvetili Forest〜Beach | By Paragraph:

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ჩვენი პროექტის მახლობლად მდებარეობს: • პარაგრაფი რესორტ & სპა. • ბლექ სი არენა. • მინიატურების პარკი. • დენდროლოგიური პარკი. • ციცინათელას პარკი. • მუსიკოსთა პარკი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.. 5-ვარსკვლავიანი ბრენდული აპარტამენტები შეკვეთილში: შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ადგილას, შეკვეთილში, მოეწყობა Paragraph-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები. ჩვენ გვთავაზობთ უამრავ მომსახურებასა და კეთილმოწყობას, რომლებიც მთლიანად ერგება და აკმაყოფილებს სტუმრების სურვილებს. ჩვენს პროექტში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი სასტუმრო ოთახები და ლუქსი მაღალი ხარისხის ავეჯითა და უნიკალური დიზაინის ელემენტებით, რომლებიც ასახავს ადგილობრივ კულტურასა და გარემოს. VR Holding-ის საცხოვრებელი სასტუმროები ცნობილია თავისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით. პროექტში გათვალისწინებულ Paragraph-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ექნება ადგილზე რესტორნები და ბარები, რომლებიც გვთავაზობენ სასადილოების მრავალფეროვან ვარიანტს, რაც კომფორტულს ხდის სტუმრებისთვის, რომ ისარგებლონ მსგავსი სერვისებით პროექტიდან გაუსვლელად. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა სერვისებით, ფიტნეს ცენტრებითა და გამაჯანსაღებელი პროგრამებით, რათა შესძლონ ტერიოტირიაზე დასვენება. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით. კონსიერჟს შეუძლია დაეხმაროს სტუმრებს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში, როგორიცაა რესტორნების დაჯავშნა, ტრანსპორტის მოწყობა, ადგილობრივი რეკომენდაციების მიწოდება და აქტივობებისა თუ გასვლითი ტურების ორგანიზება. სასტუმროს ექნება ღონისძიებების სივრცეები და შეხვედრების ოთახები, რომლებიც შესაფერისია კონფერენციებისთვის, ქორწილებისა და სხვა განსაკუთრებული შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პერსონალიზებული გამოცდილება, ასე რომ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის შეთავაზებებით, რომელსაც სთავაზობს პროექტი, მოცემული შეთავაზებები უქმნის კომფორტულ გარემოს სტუმრებს, რადგან მთლიანად არის მორგებული მათ მოთხოვნებსა და სურვილებზე.
VR Holding გთავაზობთ 2 ტიპის ვილას: Forest~Beach ვილა: ორ-სართულიანი ვილა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს პირველ მონაკვეთზე. მიწის ფართი 2256 კვადრატული მეტრიდან 2333 კვადრატულ მეტრამდეა, ხოლო ვილის ფართი 545 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 320 კვ.მ, საზაფხულო ფართი 225 კვ.მ. ვილას აქვს ინდივიდუალური აუზი სანაპირო ზოლთან. სულ გაყიდვაშია 6 ვილა. VIP ვილა: ვილა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს მეორე მონაკვეთზე. მიწის ფართი იწყება 811 კვ.მ-დან და იზრდება 815 კვ.მ-მდე. ვილის საერთო ფართია 446 კვ.მ, საიდანაც 275 კვ.მ. საცხოვრებელი ფართია, ხოლო 171 კვ.მ. საზაფხულო ფართი. სულ გაყიდვაშია 5 ვილა. ღირებულებაში შედის: მიწის ნაკვეთი, ვილის მშენებლობა რემონტით, კომუნიკაციები, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჩაბარების პირობები: ბინები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას, პროექტის დასრულების ვადა: 2026 წლის აგვისტო
პროექტი მოიცავს 40 ჰექტარს და 5 ფაზისგან შედგება. თითოეული ფაზა მოიცავს სხვადასხვა ტიპის შენობებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას, კომერციულ ობიექტებსა და რეკრეაციულ ზონებს, საკუთარ სანაპირო ზოლს - 1,200მ. ამ ეტაპზე გაყიდვაშია პირველი ფაზა. უშუალოდ პირველი ფაზა მოიცავს 5,5 ჰექტარს, სადაც წარმოდგენილია 2 სართულიანი პრემიუმ ვილები (ლიმიტირებული რაოდენობით) და 10 სართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია აპარტამენტები. ფართები იწყება 43 კვ.მ-დან. აპარტამენტები შეგიძლიათ იხილთ ბმულზე: კვადრატულის ღირებულება განსხვავდება ფართების, სართულებისა და ხედების მიხედვით და მერყეობს 2,700$-დან 3,600$-ის ფარგლებში. გაყიდვაშია აპარტამენტები მე-2 სართულიდან მე-8 სართულის ჩათვლით. ბინები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. მშენებლობა სრულდება 2026 წლის აგვისტოში. შესაძლებელია ბინის შეძენა შიდა უპროცენტო განვადებით ან საბანკო სესხით. შიდა განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი - 30%, დარჩენილი 70% გადანაწილება მშენებლობის დასრულებამდე. შესაძლებელია ყოველთვიური გადახდა ან გადახდა 2 ან 3 თვეში ერთხელ.
№: 12719
ფასი
2 - 8 სართული: 7 236 lari-დან/მ2 9 648 lari-მდე/მ2.
ტიპი: ახალმშენებარე სახლები მშენებლების ფასებით
სასტუმრო-ბიზნეს ელიტ კლასის ტიპის ს/კ
საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება მმართველი კომპანია
აპარტამენტების მესაკუთრეებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულება მომსახურებასა და გაქირავებაზე მმართველ კომპანიასთან
რეგიონი: სქართველო - შეკვეთილი
მდებარეობა: ზღვასთან, ელიტური რაიონი, ზღვის ხედით, კურორტული რაიონი, წყნარი რაიონი, შესასვლელი ფასადიდან
სართულიანობა: 10
მდგომარეობა: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, პანორამოლი ფანჯრები, გაზიფიცირებულია
შესაძლებელია განვადება.
პირველადი შენატანი 30%.
მშენებლობის დასასრული - 4 კვარტალი 2026 წელი.
უპროცენტო განვადება მშენებლებისგან.
2 - 8 სართული: საცხოვრებელი ფართი, 43მ2. - 100მ2. ჭერის სიმაღლე - 3მ.
ლიფტი, ავტოსადგომი ეზოში, კეთილმოწყობილი ეზო, კეთილმოწყობილი ეზო ავტომობილისთვის, კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო მოედნით, კეთილმოწყობილი ეზო სპორტული მოედნით, დაცული ტერიტორია
მონოლითური სახლი, ელიტური აპარტამენტები, აპარტამენტები, ღია აუზი, სპა-სალონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ფიტნეს-ცენტრი, რესტორანი, კაფე, ბარი, მაღაზია, სასტუმრო

გეგმა:

ინტერიერი:

უძრავი ქონება რუქაზე: