search
GeoKravec
1. საქართველოს შესახებ.
საქართველო - სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიის მთები, ხოლო დასავლეთით შავი ზღვის სანაპირო. საპარლამენტო ქვეყანა, სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტი. ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან მყინვარწვერამდე. მოსახლეობა 3 800 000. სახელმწიფო ენა ქართული. ქვეყნის საერთაშორისო კოდე GE. სატელეფონო კოდი +995.

2. რატომ საქართველო.
საქართველო მიმზიდველია თავისი ბუნებითა და რბილი კლიმატით. ასევე საინტერესოა ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკებით, დაცული ტერიტორიებით. მინერალური წყლებითა და სამკურნალო რესურსებით. არ არსებობს კორუფცია, შექმნილია საუკეთესო საინვესტიციო გარემო. სწრაფად მზარდი ქვეყანაა ეკონომიური თვალსაზრისით, რაც მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის. შავი ზღვის სანაპირო საქართველოს საზღვარზე შეადგენს 310 კმ-ს. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

3. კომპანია ჯეოკრავეცის შესახებ.
უძრავი ქონების სააგენტო ,,ჯეოკრავეცი“ ბაზარზე დაარსდა 2011 წლის ნოემბერში. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 445402644, რაც დასტურია დიდი გამოცდილებისა და კომპეტენტურობის. კომპანია გთავაზობთ ფართო არჩევანს უძრავი ქონების ბაზარზე. მყიდველებთან ჩვენი საკომისოა 0%. ვმუშაობთ სამშენებლო კომპანიებთან, მეორად ბინების, კერძო სახლების, მიწის ნაკვეთების, კომერციული და საინვესტიციო უძრავი ქონების მეპატრონეებთან. ყველა ოპერაციას ვაცილებთ ბოლომდე, ვუწევთ კონსულტაციას, იურიდიულ მომსახურებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას და რეგისტრაციას. სასურველი ობიექტის დათვალიერებას. ხაზს ვუსვამთ კონფიდენციალობას და გვაქვს ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა.

4. უძრავი ქონების რეგისტრაცია.
საქართველოში ყველა სახის დოკუმენტების მომზადება და მათ შორის ქონების რეგისტრაცია წარმოებს იუსტიციის სახლში (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო). გაფორმება გამჭვირვალეა, არაა კორუფცია და რიგები. ხელშეკრულების რეგისტრაციას ჭირდება 15-30 წუთი. რეგისტრაციისთვის საჭიროა: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ბ) საზღვარგარეთის პასპორტი (უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის). გ) ხელშეკრულება ქართულ და მყიდველის სასურველ ენაზე. ე) თარჯიმნის მონაწილეობა. ვ) რეგისტრაციის ღირებულებისთვის საჭირო თანხა. რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს: ა) იმავე დღეს 350 ლარი. ბ) მეორე დღეს 270 ლარი. გ) ოთხი სამუშაო დღე 160 ლარი. გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. რეგისტარციის დასრულების შემდეგ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (დოკუმენტი საკუთრების შესახებ) შეგიძლიათ ნახოთ ელექტრონულად საქართველოს იუსტიციის სახლის ვებ გვერდზე https://naprweb.reestri.gov.ge/#/. დოკუმენტს აქვს ინდივიდუალური შტრიხ კოდი, რაც არ საჭიროებს დამტებით ბეჭდისა და ხელის მოწერით დადასტურებას. რეგისტრაციის დროს აუცილებელია მყიდველისა და გამყიდველის ყოფნა საჯარო რეესტრში, იმ შემთხვევაში თუ ერთი მხარე არ არის, მაშინ საჭიროა მინდობილობა დამოწმებული ნოტარიულად. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მინდობილობა უნდა ითარგმნოს ქართულად და დამოწმდეს საქართველოს სანოტარო ბიუროში, აუცილებელია ორიგინალი მინდობილობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს აუცილებელია ასევე მიმნდობი პირის პასპორტის ასლი.

5. სამშენებლო კომპანიები.
სამშენებლო კომპანიებს აქვთ შიდა უპროცენტო განვადება, უმრავლეს შემთხვევაში მშენებლობის დასრულებამდე. პირველადი შენატანი 10%-დან 50%-მდე. დარჩენილი თანხა ნაწილდება ან ყოველთვიურად, ან ყოველკვარტალურად. გავნადებით ყიდვის შემთხვევაში რეგისტრირდება, როგორც მომავალი მესაკუთრე, ვალდებულების შესრულებამდე. შესაძლებელია საბანკო იპოთეკით დატვირთვა, საქართველოს ბანკები უძრავი ქონების უზრუნველყოფით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეს აძლევს სესხს 30%-იანი თანამონაწილეობით.

6. მეორადი უძრავი ქონება.
მეორადი ბინების შეძენის შემთხვევაშიც ვრცელდება საბანკო იპოთეკით დატვირთვა. ფიზიკურ პირებს შორის განვადება შესაძლებელია იურიდიულად, ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად. საქრთველოს მოქალაქეები ძირითადად უძრავ ქონებას ყიდიან დოლარში ან ევროში. თანხის გადაცემა შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით მხარეების შეთანხმებით.

7. მიწის ნაკვეთებისა და კერძო სახლების შეძენა.
საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება შეიძინოს და გაიფორმოს საკუთრებაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საკუთარი სახლი. ხოლო არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული საკუთარი სახლი შეუძლია შეიძინოს და გაიფორმოს საკუთრებაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქემ. საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ამიტომ ინვესტიციების განხორციელების მიზნით შესაძლებელია სტატუსის შეცვლა, სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ. დრო და ღირებულება განისაზღვრება რეგიონისა და პროექტის მიხედვით. დაწვრილებით გთხოვთ მოვმართოთ პირადად.

8. კომერციული უძრავი ქონება.
ნებისმიერი კომერციული დანიშნულების ობიქტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის.

9. ბინადრობის უფლება.
100 000 დოლარზე მეტის ღირებულების უძრავი ქონება იძლევა საშუალებას მიიღოთ ბინადრობის უფლება. დროებითი ბინადრობის ულება გაიცემა 6 თვიდან ერთ წლამდე ვადით. შესაძლებელია ვადის გაგრძელება 5 წლამდე. ღირებულება შეადგენს: 30 კალენდარული დღე 300 ლარი. 20 კალენდარული დღე 450 ლარი, 10 კალენდარული დღე 600 ლარი. საინვესტიციო ბინადრობის მისაღებად საჭიროა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება. ბინადრობის უფლების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარგენა საჯარო რეესტრში: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ბ) პასპორტის თარგმნა და დამოწმება ნოტრიულად. გ) უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი ლიცენზირებული აუდიტორიული კომპანიის მიერ. ე) ფოტო სურათი (რომელის კეთდება საჯაროო რეესტრში). ვ) შევსებული ფორმა ქართულად და მსურველი პირის სასურველ ენაზე. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე https://psh.gov.ge/main/page/1/72

10. სავიზო რეჟიმი.
საქართველოში შემოსვლის უფლება ვიზის გარეშე აქვს 94 ქვეყნის წარმომადგენელს. ყოფნის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, ვისაც სჭირდებათ ვიზა, ვიზის მიღებიდან სამი თვის ვადით. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ვებ გვერდზე https://migration.commission.ge/index.php?article_id=160&clang=0

11. საგადასახადო ვალდებეულებები.
საქართველოს კანონმდებლობით ორი წლის შიგნით გაყიდული უძრავი ქონება (ბინა, საკუთარი სახლი) იბეგრება სხვაობის 5%. მიწის ნაკვეთისა და კომერციული უძრავი ქონების შემთხვევაში სხვაობის 20%. ბინის ან სახლის გაქირავების შემთხვევაში თანხის 5%, ხოლო მიწისა და კომერციული ფართის გაქირავების შემთხვევაში 20%-ით. ეს კანონი ვრცელდება, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თანაბრად. უფრო მეტი დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ Geokrave@gmail.com

12. კომუნალური მომასახურების ღირებულება.
კომუნალური ღირებულება საქართველოში საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. ელექტროენერგია 0,22 ლარი 1 კვტ/ს. წყალი 0,52 ლარი 1 კუბ.მ აირი 0,54 ლარი 1 კუბ.მ ნაგავი 1,30 ლარი 1 ადამიანი/თვეში ინტერნეტი 26 ლარი 10 მბ. მადლობას გიხდით წინასწარ ჩვენთან თანამშრომლობისათვის! ჩვენთან ერთად ნახავთ სასურველ უძრავ ქონებას. გისურვებთ წარმატებებს.