search
GeoKravec
რეგიონი:
გასუფთავება
x
?
?
?
?
?
?
?
?
?
?
მდებარეობა:
გასუფთავება
x
-
ნაკვეთის ფუნქცია:
გასუფთავება
x
-

საინვესტიციო უძრავი ქონება საქართველოში.

ყიდვა: 856 000 lari
2024-04-07
იყიდება თხილის ბაღი ხობის მუნიციპალიტეტში. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი სეადგენს 170 000 კვმ. (17ჰა). ნაკვეთზე გაშენებულია 8 953 ძირი თხილი, აქედან 300 ძირი იტალიური ,,ჯიფონი“, ხოლო 8 653 ,,ანაკლიური“. თხილი გაშენებულია 2012-2013 წლებში, სულ 10 წლის. მიწა დაყოფილია 3 მომიჯნავე ნაკვეთებად, სადაც ყველა თავისი ქარსაფრით არის შემოფარგლული და შესაბამისი სადრენაჟე არხებით. მეოთხე ნაკვეთზე მოწყობილია სასაწყობე მეორნეობა და ბუნებრივი საშრობი. ფართობს აქვს 2 შესასვლელი ჭიშკარი და შემოღობულია ეკლიანი მავთულით და გაშენებულია ე.წ. ტრიფოლიატის ნერგები, რომელიც ეკლიანია და შეუძლებელს ხდის ცხოველების შემოსვლას ტერიტორიაზე. გაკეთებულია ჭაბურღილი და წყლის ავზი. მოწყობილია მიწის გზები და გადასასვლელები მანქანისთვის და ტექნიკისთვის. ტერიტორიაზე მოწყობილია სასაწყობე მეურნეობა 110 კვმ. 6 მეტრის სიმაღლის, სადაც შესაძლებელია როგორც თხილის შენახვა ასევე მისი გადამუშავება. აღნიშნული შენობა აშენდა 2020 წელს შესაბამისი ნებართვებით და მიღებულია ექსპლუატაციაში. 660 კვ.მ ბეტონის საფარი სადაც შესაძლებელია თხილის გაშრობა ბუნებრივ პირობებში რომლის გადახურვა შესაძლებელია ტენტებით უამინდობის დროს. ტექნიკისთვის მოწყობილია ფარეხი. ხის კოტეჯი დარაჯისთვის. ინსტრუმენტების და სასუქის შესანახი ოთახი. 2022 წელს შეძენილი ტრაქტორი YTO/554NC. ორხიდიანი ტრაქტორი კაბინა კონდიცირებით. სიმძლავრე 55 ცხ.ძ. 2021 წელს შეძენილი თვითმავალი თხილის მოსავლის ამღები მანქანა Hasatsan , H130 PRO. 2022 წელს შეძენილი ფრეზი ჰიდრავლიკური გამწე მექანიზმით. სამუშაო სიგანით 180 სმ. მწარმებელი ქვეყანა: იტალია.2022 წელს შეძენილი 600 ლიტრიანი შესაწამლი აპარატი ტურბო დაბერვით. 75 სმ დიამეტრის ვინტილიატორით. 2022 წელს შეძენილი ჰერბიციდის შემტანი ორმხრივი Project 059.027. შესაძლებელია, როგორც კომპანიის შეძენა ასევე მხოლოდ თხილის პლანტაციის გამოყოფა კომპანიიდან (თავისი ტექნიკით).
რეგიონი: სქართველო - ფოთი
წყნარი რაიონი, შესასვლელი ფასადიდან
სართულიანობა: 1
ფართობი: 110m2
მიწის ნაკვეთი: 170000m2
ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი
ჭერის სიმაღლე: 6.00
საპირფარეშო: 1

უძრავი ქონება რუქაზე:


ფოტოსურათები

საინვესტიციო ობიექტები
სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, ხილის ბაღი, თხილის ბაღი
recommend to see!
იყიდება ოთხოთახიანი ბინა ბათუმში....
81000$
ოთხოთახიანი ბინა ქალაქ ბათუმში....
80000$
გარემონტებული ბინა ზღვათან ჩაქვში ოაზისში....
85000$
ზღვასთან ახლოს დიდი, ნათელი ბინა, მაღალ სართულზე, შესანიშნავი ხედებით ...
125000$
სამოთახიანი ბინა გონიოში....
145000$
საკუთარი სახლი გრიგოლეთში....
95000$